,,ქუთაისელი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა თვითმმართველობის როლისა და საქმიანობის შესახებ არაფერი იცის’’-,,იდეათა სივრცე’’

ქუთაისელი ახალგაზრდების უმეტესობას თვითმმართველობის ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდეათა სივრცე’’ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული ახალგაზრდების 88 პროცენტს თვითმმართველობასთან შეხება არ ჰქონია და არც ის იცის, რომელია თვითმმართველობის ორგანოები. 200 გამოკითხულიდან 116 რესპოდენტი ამბობს, რომ არ იცის რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა, 56 რესპოდენტი კი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის ფუქნციისა და როლის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ აქვს, თუმცა თვითმმრთველობის საქმიანობად ისინი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ასახელებენ. გთავაზობთ კვლევის შედეგებს:

 

1. რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა, დაასახელეთ

ერთი ან რამდენიმე მაგალითი, პასუხები შემდეგნარიად გადანაწილდა:

არ ვიცი- 58% (116  რესპოდენტი)

დიახ- 14% (28 რესპოდენტი)

ნაწილობრივ ვიცი-  28% (56 რესპოდენტი)

აღსანიშნავია რომ, რესპოდენტები რომლებიც ასახელდებდნენ რომ წარმოდგენა ნაწილობრივ ჰქონდათ  თვითმართველობის საქმიანობის შესახებ, ასახელებდნენ  თვითმმართველობის საქმიანობას წარმოდგენას  მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების კუთხით.
2. იცით თუ არა რომელია თვითმმართველობის ორგანოები, პასუხები შემდეგნარიად გადანაწილდა:

არა- 71% (142 რესპოდენტი)

საკრებულო და მერია- 8% (16 რესპოდენტი)

მხოლოდ მერია ვიცი-21% (42 რესპოდენტი)

3. გქონიათ თუ არა შეხება ადგილობრივ თვითმართველობასთან პასუხები შემდეგნარიად გადანწილდა:

არა-88% (176 რესპოდენტი)

დიახ- 12% (24 რესპოდენტი)

4. მხოლოდ 24 რესპოდენტი აღმოჩნდა, რომელთაც ჰქონიათ შეხება

თვითმმართველობასთან. კითხვაზე, კმაყოფილი ხართ თუ არა თვითმმართველობის სერვისით, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კმაყოფილი ვარ- 16%  (4 რესპოდენტი)

უკმაყოფილო ვარ- 84% ( 20 რესპოდენტი)

 

კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუთაისელ სტუდენტებს შორის ჩატარდა.

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

დღეს, პარლამენტში
15:50 / 01.12.2021

დღეს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

დღეს, პარლამენტში
15:50 / 01.12.2021

დღეს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.
სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ
აუდიტორიებში გადაინაცვლა.
17:57 / 04.10.2021

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ
აუდიტორიებში გადაინაცვლა.
17:57 / 04.10.2021

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.



4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში
გადაინაცვლებს.
17:26 / 30.09.2021


4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში გადაინაცვლებს.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
სააკაშვილი: მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო
15:47 / 02.12.2021


მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქლაქო სასამართლოში "პიჯაკების საქმეზე" გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ყვარელში

სააკაშვილი:  ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი
15:35 / 02.12.2021


საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილი "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო პროცესს დაესწრება
10:20 / 02.12.2021


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამრთლო პროცესი გაიმრთება.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის კულტურის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის განვითარების პროცესში
23:19 / 01.12.2021
პროექტ EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, შერჩეული ქალაქების- ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.