ბავშვები საბავშვო ბაღებს მიღმა- რას ფიქრობენ მშობლები
15 თებერვლიდან ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, თუმცა, უცნობია როდის შეძლებენ მშობლები შვილების ბაღში მიყვანას. საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე მთავრობაში ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ პროცესი ეტაპობრივად განახლდება.

ანა გაბუნია 4 წლის დამიანეს დედაა. ანა ამბობს, რომ დამიანე მალე 5 წლის გახდება და თუ საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება არ განაახლა, ბავშვები სკოლისთვის თითქმის მოუმზადებელი იქნებიან. თუმცა მშობლისთვის არის მეორე საკითხიც, რამდენად უსაფრთხო იქნება ბაღები. ანა ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა და ბაღების დახურვის შემდეგ ბავშვის დატოვების პრობლემა მას არ შექმნია, მაგრამ თანატოლების გარეშე დარჩენა მცირეწლოვნებზე უარყოფითად აისახა.

"მუდმივად სახლში, არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან, არანაირი სწავლა-განათლება, 1 წელი ბავშვი სახლში ზის. ისეთ ასაკში არიან ბაღის ბავშვები ყველაფერს ახლა შეისწავლიან. ასწავლი სახლში ბევრ რამეს, მაგრამ ბაღი აუცილებელია მათთვის. იქ სხვა მეთოდებით მიმდინარეობს დღის განრიგი. მართალია, საშიში იყო და არის ჯერ ისევ ბაღების დაწყება, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბავშვებისათვის ცოტა მოწყდნენ ამ ჩაკეტილობას. უნდათ ბავშვებთან ურთიერთობა, კონტაქტი. მიხარია ის, რომ სადაც ჩემი შვილი სწავლობს კონტროლდება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დილით მიყვანილ ბავშვებს თუ ოდნავ სურდოს შენიშნავდნენ ან მოთენთილობას, ბავშვს ბაღში არ იტოვებდა პედაგოგი და ვფიქრობ, ამ მეთოდებს თუ ყველა ბაღი გამოიყენებს ნაკლებ საფრთხე იქნება ბავშვებისათვის,"-ამბობს ანა გაბუნია.

6 წლის სანდროს მშობელს, მაია სურმავას ბაღების ფუნქციონირების აღდგენის შემთხვევაშიც, ურჩევნია ბავშვი სახლში დარჩეს, რადგან თვლის, რომ ბაღების გახსნა ნაადრევია, რადგან პანდემია დამარცხებული არ არის, ბაღებში კი ბავშვთა სიმრავლის გამო ყველა რეკომენდაცია სრულყოფილად დაცული ვერ იქნება. 

"ჩემი ბავშვი ბაღის დამამთავრებელ ჯგუფშია და მესმის, რომ მისი თვალსაწიერის გაფართოებისა და სოციალიზაციისთვის აუცილებელია ბაღი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ოჯახი ზრუნავს ბავშვის თვალსაწიერის გაფართოებისა და განათლებისთვის. რაც შეეხება სოციალიზაციას, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად დგას, თუმცა აქაც ვცდილობთ ჰქონდეს კომუნიკაცია და არ მიეჯაჭვოს გაჯეტებს. გახსნის შემდეგ ჰიგიენის იმ ხარისხით დაცვა შეუძლებელია იმ რაოდენობის ბავშვებთან, რა რაოდენობის ბავშვიც იყრის თავს თითოეულ ჯგუფში. ჰიგიენა პანდემიის პერიოდში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ არ ვარ მომხრე ბაღების დაწყების,"-ამბობს მაია სურმავა.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება გასული წლის მარტის თვეში შეაჩერა. 




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება
13:38 / 01.03.2021
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
12:33 / 01.03.2021
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
ქუთაისში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის სურვილი
14:03 / 25.02.2021
ქუთაისში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის სურვილი
ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ჯგუფები დინსტანციური სწავლების რეჟიმს
დაუბრუნდნენ,
16:33 / 22.02.2021

ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ჯგუფები დინსტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდნენ,

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 4 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 9 °C
img
სოხუმი 2 - 5 °C
img
ფოთი 5 - 9 °C
img
თელავი -1 - 7 °C
img
მესტია -13 - -3 °C
img
ზუგდიდი 1 - 7 °C
img
ბორჯომი -3 - 2 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
მშობლების განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე დარჩნენ

15 თებერვლიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება,

17:18 / 09.02.2021
,,გახარიას გადადგომა მიანიშნებს, ქვეყანაში არა მხოლოდ ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ღრმა სახელისუფლებო კრიზისიცაა’’-გიგა შუშანია

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, გიგა შუშანია გიორგი გახარიას გადადგომას აფასებს და ამბობს, რომ  პრემიერ-მინისტრის გადადგომით ნათლად ჩანს ის კრიტიკული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი.

12:31 / 18.02.2021
ქუთაისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
ქუთაისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა
13:46 / 08.02.2021
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ