ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ჯგუფები დინსტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდნენ,
მიზეზი მოსწავლეების კორონა ვირუსით ინფიცირებაა ან ინფიცირებულებთან კონტაქტია. ქუთაისის რესურს ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისში 12-მდე მოსწავლე კოვიდ19-ით ინფიცირებულია. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ორ მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. კორონა ვირუსი დაუდასტურდა ასევე ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეს, რის გამოც მთელი ჯგუფი დინსტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლის ინფიცირების გამო დინსტანციურ სწავლებაზეა გადასული კადეტთა ლიცეუმის კონკრეტული ჯგუფიც
,,გამოვლინდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღო,’’-ამბობს ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
15 თებერვლიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება,
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, გიგა შუშანია გიორგი გახარიას გადადგომას აფასებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომით ნათლად ჩანს ის კრიტიკული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი.
1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.
მასალის გამოყენების პირობები