ქუთაისში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის სურვილი

კიდევ 350 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა. მათ რეგისტრაცია გუშინ, ონლინე.ემის.გე-ზე გაიარეს. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გასულ კვირას ონლაინ რეჟიმში 2250 მოსწავლე რჩებოდა. დღევანდელი მონაცემებით კი მაჩვენებელი 2600-მდე გაიზარდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ რაოდენობაში არ შედის იმ ბავშვების მონაცემები, რომლებიც ონლაინ სწავლებაზე კორონავირუსის გამო თავად სკოლამ გადაიყვანა. ასეთი 16-მდე ჯგუფი და ერთი სკოლაა.

ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 თებერვალს განახლდა. ქალაქში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *