ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლა სწავლების სრულად

დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლამ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 24 თებერვლიდან შეაჩერა. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სკოლაში კორონავირუსი ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

“მართალია ვირუსი მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, მაგრამ გვაქვს რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ როდესაც უფიქსირდება პედაგოგს ვირუსი და მას სხვა პედაგოგებთანაც აქვს შეხება, ამიტომ რეკომენდაცია გვაქვს რომ ისინიც გადავიდნენ სწავლების სრულ დისტანციურ რეჟიმზე,”-განაცხადა ცქიტიშვილმა. 

სკოლა დისტანციურ რეჟიმზე ერთი კვირით გადავიდა. იმ მოსწავლეების მშობლებს, რომელთაც პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, შვილებისათვის ტესტის ჩატარების რეკომენდაცია მიეცათ.

მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *