ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

განახლდა. დღეს ბაღებში 2471 აღსაზრდელი გამოცხადდა. ააიპ “ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის” დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, ბაღებში მისული ყველა აღსაზრდელი მიიღეს და არც ერთ მათგანს ტემპერატურა არ დაფიქსირებია. თუმცა, სასწავლო პროცესი 3 ბაღში ვერ განახლდა. 29-ე, 37-ე და მე-5 ბაღების თითო თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

“თითო ბაღში თითო თანამშრომელი იყო ინფიცირებული, თუმცა, კონტაქტები ჰქონდათ სხვა თანამშრომლებთან. მაინც დავიზღვიეთ თავი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ვიმოქმედეთ. აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი 12 დღით შეჩერდა,”-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

რეგულაციების მიხედვით, მშობლები საბავშვო ბაღის შენობაში ვეღარ შევლენ. ისინი შვილებს მხოლოდ კიბემდე მიიყვანენ, სადაც მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ბაღებში განთავსებულია დეზობარიერი და სადეზინფექციო საშუალებები. ყველა თანამშრომელი აღჭურვილია პირბადით. 

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, სადაც 8500 აღსაზრდელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *