სამტრედიის რაიონში მასშტაბური აგრარული კოლეჯი ამოქმედდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში

მალე ყველაზე მასშტაბური აგრარულიპროფილის კოლეჯი ამოქმედდება. ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება. განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 600 000 ლარია.

იმერეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე სამუშაოებს. მინისტრის მოადგილემ რეაბილიტაციისას გასათვალისწინებელ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯიხაიშის კოლეჯი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის როგორც იმერეთის რეგიონიდან, ისე მთელი საქართველოდან.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის დაქვემდებარებაშიც დაწესებულება 2016 წლიდან არის.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

დღეს, პარლამენტში
15:50 / 01.12.2021

დღეს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

დღეს, პარლამენტში
15:50 / 01.12.2021

დღეს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.
სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ
აუდიტორიებში გადაინაცვლა.
17:57 / 04.10.2021

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ
აუდიტორიებში გადაინაცვლა.
17:57 / 04.10.2021

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.



4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში
გადაინაცვლებს.
17:26 / 30.09.2021


4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში გადაინაცვლებს.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 2 - 9 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
სოხუმი 4 - 10 °C
img
ფოთი 7 - 11 °C
img
თელავი -1 - 8 °C
img
მესტია -8 - 0 °C
img
ზუგდიდი 1 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
სააკაშვილი: მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო
15:47 / 02.12.2021


მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქლაქო სასამართლოში "პიჯაკების საქმეზე" გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ყვარელში

სააკაშვილი:  ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი
15:35 / 02.12.2021


საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილი "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო პროცესს დაესწრება
10:20 / 02.12.2021


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამრთლო პროცესი გაიმრთება.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის კულტურის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის განვითარების პროცესში
23:19 / 01.12.2021
პროექტ EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, შერჩეული ქალაქების- ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.