დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი

დაირეკა. სასკოლო ცხოვრებასთან გამომშვიდობება კოვიდ 19-ის გამო გამოსაშვები კლასის მოსწავლეებს განსხვავებულად მოუწიათ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა დიდი ღონისძიებებისა და ბანკეტების ჩატარება. Მე-12 კლასელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბოლო ზარის აღსანიშნავად საკლასო ოთახები გააფორმეს და ბოლო ზარიც რეგულაციების დაცვით მოაწყვეს. რაც შეეხება ბანკეტს, მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, რომ რეგულაციების გამო ღონისძიებას არ გამართავენ, ხოლო ნაწილი რეკომენდაციების შემსუბუქებას ელოდება და წვეულების მოგვიანებით მოწყობას გეგმავს. 

“სკოლაში კლასები მოწესრიგებული დაგვხვდა. მერხებს შორის დისტანცია დაცული იყო, პირბადეებიც თავად დაგვირიგეს. სხვა ტიპის ღონისძიებები ვერ მოვახერხეთ პანდემიის გამო. ვერც ბანკეტის გაკეთებას ვახერხებთ, თუმცა, გვიან ვგეგმავთ, აგვისტოსკენ, როდესაც შესაძლოა შემცირდეს რეგულაციები. ძალიან აღელვებულები ვართ, ორი წელია თითქმის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში არ ყოფილა,”- ამბობს ნანო მეფარიშვილი, 1-ლი საჯარო სკოლის მე-12 კლასელი.

“გამოვიყენეთ პირბადეები, რადგან ეს არის სიმბოლური, რომ პანდემიის დროს დავამთავრეთ სკოლა. წარწერები პირბადეებზეც გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ბანკეტის გამართვას ვერ ვახერხებთ და მხოლოდ სკოლის წინ შევიკრიბეთ,”-ამბობს 1-ლი სკოლის მოსწავლე გვანცა გვანცელაძე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *