,,ქალთა შრომითი უფლებების კუთხით კანონი ნელ-ნელა იხვეწება’’-ქეთი სვანაძე

ქუთაისში ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით

სამუშაო  შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე და დასაქმებული ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ორგანიზებით მოეწყო. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ერთი და იმავე თანამდებობაზე დანიშნულ ქალსა და მამაკაცზე, რომლებიც ერთი და იმავე დროის ხანგრძლივობით მუშაობენ, გასცეს თანაბარი ხელფასი, რათა ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას. ასევე კომპანია ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო საათების აღწერა ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, რათა დასაქმებულის ანაზღაურება იყოს გაწეული შრომის პროპორციული. ზეგანაკვეთური საათები კი შედარებით მეტი თანხით ანაზღაურდება.

 

დოკუმენტში ასევე საუბარია ქალთა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გამოსაცდელი ვადით კადრი აიყვანოს 6 თვეზე მეტი ხნით, ასევე იკრძალება გამოსაცდელი ვადით აყვანა ორჯერ.

შრომის კოდექსში გაჩნდა ტერმინი სტაჟირებაც. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა მაქსიმუმ ექვს, ხოლო ანაზღაურებადის ერთ წელს მოიცავს.

,,შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით ისეთი საკითხები დარეგულირდა, რაც მანამდე არ იყო. ეს ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. თუ გვსურს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, შრომის კოდექსი მათ ღირებულებებს უნდა მოვარგოთ. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი და იმავე თანამდებობაზე დასაქმებულ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ერთი და იმავე გრაფიკით მუშაობენ, განსხვავებული ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ასე ვეღარ იქნება. კანონში ხელფასების გათანაბრების შესახებ ცვლილება შევიდა. დასაქმებულის უფლებებს კი შრომის ინსპექცია დაიცავს. ჩვენი კანონები ნელ-ნელა იხვეწება,’’-ამბობს ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი სვანაძე.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ
აუდიტორიებში გადაინაცვლა.
17:57 / 04.10.2021

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ
აუდიტორიებში გადაინაცვლა.
17:57 / 04.10.2021

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.



4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში
გადაინაცვლებს.
17:26 / 30.09.2021


4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში გადაინაცვლებს.



4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში
გადაინაცვლებს.
17:26 / 30.09.2021


4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დინსტანციური რეჟიმიდან აუდიტორიებში გადაინაცვლებს.

გუშინ 28 სექტემბერს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს
სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ  ქვეყნის მასშტაბით, საჯარო
და კერძო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
07:55 / 29.09.2021

გუშინ 28 სექტემბერს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ  ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.