ქუთაისში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 1 974 მოსწავლე რჩება
ქუთაისში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 1 974 მოსწავლე რჩება. ქუთაისის რესურსცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, მონაცემები შემცირებულია, რაც განაპირობა იმან, რომ 1-ლმა და მე-12 კლასელებმა სწავლა დაასრულეს. გასულ კვირაში დისტანციურ რეჟიმში სწავლა 2 250-მდე მოსწავლემ აირჩია.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ონლაინ რეჟიმში სრულად 35 კლასი სწავლობს და ასევე სრულად დისტანციურ რეჟიმზე მე-7 საჯარო სკოლაა გადასული.

ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.
| Print |