2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისში

3 საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება N1 საჯარო სკოლაში, №17 საჯარო სკოლასა და № 41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში შეეძლებათ.

საქართველოს მასშტაბით სულ 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 20 ივლისს ზოგადი უნარებით დასრულდება. 

გასული წლის მსგავსად, აბიტურიენტები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. სამუშაო მაგიდები აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით, მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30°  გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. წელსაც მოეწყობა სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *