საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი

დღეიდანაა. მათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. გამოცდებზე დაშვება შესაძლებელია ბარათებთან და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ როგორც აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, ასევე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს.

“მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4),”-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება N1 საჯარო სკოლაში, №17 საჯარო სკოლასა და № 41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში შეეძლებათ.

საქართველოს მასშტაბით სულ 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 20 ივლისს ზოგადი უნარებით დასრულდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *