ქუთაისში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო

ცენტრის ორგანიზებით პროექტების “მომავლის ელჩების” და “ნატოს სკოლის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ორივე პროექტი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელის პარტნიორი ააიპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი” იყო.

პროექტის ფარგლებში ქუთაისის 40-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: საქართველო ნატოს ურთიერთობები, არსებული რეალობა და გამოწვევები; ნატოს შექმნის ისტორია; ევროკავშირის შექმნის ისტორია; ევროკავშირი საქართველოს პარტნიორი; ასოცირების ხელშეკრულება და DCFTI; დეზინფორმაცია; უვიზო მიმოსვლა; პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა გავლილ თემებზე თავად მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც სკოლებში თანატოლებს წარუდგინეს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულ 42 მოსწავლეს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ასევე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაზე “ერაზმუს+”.

შეხვედრას ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *