საგამოცდო ცენტრებში მოსამზადებელი სამუშაოები

მიმდინარეობს. სარეგისტრაციო დარბაზი და სექტორები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით ეწყობა. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

მოსამზადებელ პერიოდში საგამოცდო პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგები იმართება.

გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება.

გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 25, ხოლო მხოლოდ ქუთაისის მასშტაბით 3 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. ( N1 საჯარო სკოლაში, №17 საჯარო სკოლასა და № 41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *