კლიმატის ცვლილების საკითხებზე ზაფხულის სკოლა გაიხსნა

ასოციაციის ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ ინიციატივით,

წერეთლის უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლა გაიხსნა. ზაფხულის სკოლის ფარგლებში სტუდენტებმა კლიმატის ცვლილების საკითხები მოისმინეს. შეხვედრას სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ ,,ნაკრესის წარმომადგენელი, კახა არცივაძე უძღვებოდა, რომელმაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ზაფხულის სკოლის მსმენელები სტუდენტები, არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლები არიან. ასევე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ასოციაციას ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ შორის.

 

,,ზაფხულის სკოლა სამდღიანია. სამი დღის განმავლობაში ჩვენს მსმენელებს მივაწვდით ინფორმაციის კლიმატის ცვლილების საკითხებზე. ისაუბრებენ როგორც ქუთაისელი, ასევე თბილისელი ექსპერტები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოყალიბდება ახალგაზრდული ქსელი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. 10 ოქტომბერს, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს, ჩვენს მსმენელებს სერთიფიკატებს სათაფლიის ნაკრძალში გადავცემთ,’’-ამბობს ასოციაცია ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ პრეზიდენტი, მაკა ხეცურიანი.

დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე. ჩვენი ყველას ვალია გავითვალისწინოთ ყველა ის პროცესი, რაც ბუნებაში ხდება, გავუფრთხილდეთ გარემოს, არ დავაბინძუროთ ის და ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილების გამოწვეული პრობლემების გადაჭრას’’-ამბობს საზაფხულო სკოლის მსმენელი, ხატია ხარაზიშვილი.

ზაფხულის სკოლის მხარდამჭერია ,,მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები’’.

 

| Print |