Კოვიდ-19-ის გამო დღეს ეროვნულ გამოცდებზე 45-მდე აბიტურიენტი ვერ გავიდა
Ერთიანი ეროვნული გამოცდები Გრძელდება. Ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდა ჩატარდა.

Გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელ სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 92%- მდე აბიტურიენტი. დაიგვიანა 7-მა გამოსაცდელმა.

დადასტურებული Კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღეს ეროვნულ გამოცდებზე 45-მდე აბიტურიენტი ვერ გავიდა.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ბიოლოგიის გამოცდით გაგრძელდება.

ეროვნული გამოცდები უკვე ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და მათემატიკაში.

გამოცდების პარალელურად დაწყებულია გასწორების პროცესიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად აგვისტოს თვეში დაიწყებს.
| Print |