,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის-ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ’’-პროექტის დახურვა

ქუთაისში  პროექტის ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის-ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ’’

დახურვის ცერემონია გაიმართა. პროექტი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე 18 ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რის შემდეგაც პროექტის მონაწილეებმა რადიო გადაცემები მოამზადეს. ტრენინგების თემატიკა ბავშვთა, შრომით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებებს, მედიასა და პრულარიზმს და სახელმწიფო მოწყობას ეხებოდა. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით მომზადდა გადაცემები, რომლებიც რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ეთერში გავიდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ორგანიზებით განხორციელდა.

 

,,ის ტრენინგები, რომლებიც ჩვენმა ტრენერებმა ჩაატარეს, ვფიქრობ, საინტერესო და ნაყოფიერი იყო პროექტის მონაწილეებისთვის. მათ მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს მათი მინიმალური უნარების განვითარებას. რაც მთავარია, მიიღეს გამოცდილება ჟურნალისტურ საქმიანობაში, ისწავლეს როგორ მოამზადონ გადაცემა, სიუჟეტი, თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ ამ პროფესიას გაჰყვეს, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება. პროექტის მონაწილეები სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები არიან’’-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ გამგეობის თავმჯდომარე, ქეთევან ბერძენიშვილი.

პროექტის დახურვის ცერემონიაზე პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, არაფორმალური განათლება აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღონ მეტი ცოდნა და იყვნენ კონკურენტუნარიანნი შრომით ბაზარზე.

,,ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. ასეთი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალგაზრდას, რომ მეტად გაიაზროს თავისი როლი სახელმწიფოს წინაშე და იყოს მეტად ჩართული ქვეყნის მართვაში,’’-ამბობს პროექტის მონაწილე, ზურა ქარქაშაძე.

პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიასა და შპს
16:41 / 15.09.2021
ქუთაისის მერიასა და შპს "ქუთაისის უნივერსიტეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისის მერიასა და შპს
16:41 / 15.09.2021
ქუთაისის მერიასა და შპს "ქუთაისის უნივერსიტეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა.
ახალი სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში და უმაღლეს პროფესიულ
სასწავლებლებში დღეიდან დისტანციურად დაიწყო.
12:43 / 15.09.2021
ახალი სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში და უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში დღეიდან დისტანციურად დაიწყო.
ახალი სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში და უმაღლეს პროფესიულ
სასწავლებლებში დღეიდან დისტანციურად დაიწყო.
12:43 / 15.09.2021
ახალი სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში და უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში დღეიდან დისტანციურად დაიწყო.
ქუთაისში ვიდეოს ,,კლიმატის ცვლილება - მძიმე რეალობა და ბუნდოვანი
მომავალი’’ პრეზენტაცია გაიმართა,
19:20 / 10.09.2021
ქუთაისში ვიდეოს ,,კლიმატის ცვლილება - მძიმე რეალობა და ბუნდოვანი მომავალი’’ პრეზენტაცია გაიმართა,
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 22 °C
img
ქუთაისი 15 - 21 °C
img
ბათუმი 18 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 20 °C
img
ფოთი 18 - 22 °C
img
თელავი 17 - 21 °C
img
მესტია 6 - 12 °C
img
ზუგდიდი 16 - 20 °C
img
ბორჯომი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების 75 % აცრილია
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
16:24 / 26.08.2021
ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ნანო კიკნაძემ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

23:52 / 26.08.2021
პოლიტიკის სიახლეები
 " რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  პრემედიაციის პროცესს ტოვებს
17:03 / 17.09.2021
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" პრემედიაციას ტოვებს.
დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები   ქუთაისში
16:40 / 17.09.2021

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მოსაცდელის მოწყობა’’-მერია ირაკლი კიკვაძის ბრალდებებზე
19:17 / 15.09.2021

,,ლეიბორისტული პარტიის’’ ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატის,

 ,,მერია ცრუობს, რომ ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია’’-ირაკლი კიკვაძე
16:42 / 15.09.2021

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.