იმერეთში მოქმედ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილების საკითხები გააცნეს.

შეხვედრა საინფორმაციო სააგენტო firstnews.ge-ს ორგანიზებით მოეწყო. მასზე კლიმატის ცვლილებების საკითხში საზოგადოების წვლილზე  და პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობაში მედიის როლს გაუშვეს ხაზი. შეხვედრას იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის” ხელმძღვანელი, ქეთევან ცხაკაია უძღვებოდა.

 

,,კლიმატის ცვლილება აქტუალური საკითხია. ვიმსჯელეთ კლიმატის ცვლილების საკითხში საქართველოს სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს, ასევე მერების ხელშეკრულებაზე. ის საკითხები და მიზნები, რაც სტრატეგიაშია გათვალისწინებული, აქტუალურია როგორც ქუთაისის, ასევე მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირება, რათა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ბუნებაში წინაშე და თავიანთი საქმიანობით ზიანი არ მიაყენონ მას. მოსახლეობის ინფორმირებაში უმთავრესი როლი მედიას აკისრია. ვფოქრობ, ის ჟურნალისტური ნამუშევრები, რომლებსაც ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გააშუქებენ,  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ხელს შეუწყობს,’’-ამბობს ,,სპექტრის” ხელმძღვანელი, ქეთევან ცხაკაია.

,,მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მთლიანად მსოფლიო კლიმატის ცვლილების გამო. პროფესიონალი გვესაუბრა და მოგვაწოდა ინფორმაცია რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ არსებული გამოწვევა დავძლიოთ. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მოსახლეობას კლიმატის ცვლილების საკითხებზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ,”- ამბობს ტელეკომპანია ,,მთავარის” რეგიონალური კორესპოდენტი, ირაკლი ვაჩიბერაძე

შეხვედრა პროექტის ,,კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში” ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია ,,მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების” მიერ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *