გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოცდების შედეგების ნახვა ვებგვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია საბოლოო შედეგების თაობაზე, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.
საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *