ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია.

წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 29 362 აბიტურიენტი ჩაირიცხა, დაფინანსება 10 769-მა აპლიკანტმა მოიპოვა, მათგან სახელმწიფო გრანტი – 6 545-მა.

100%-იანი გრანტი 1 011 -მა, 70%-იანი – 1 454-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4 080 -მა აბიტურიენტმა მიიღო.

იმ აპლიკანტებს შორის, რომლებმაც სრული დაფინანსება მოიპოვეს, ქუთაისელი სოფიო ფურცხვანიძეცაა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების შედეგად მაღალი ქულები მიიღო და სახელმწიფო გრანტსაც ელოდა, საბოლოო შედეგის გაგებამდე მაინც ბევრი ინერვიულა. დღეს საკუთარი თავით ამაყობს და ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან მისმა შრომამ შედეგი გამოიღო.

,,თავიდან საიტზე რომ შევედი, ინტერნეტმა გამიჭედა და ეწერა, რომ გრანტი ვერ მოვიპოვე. Ძალიან შევშფოთდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. Შემდეგ ცოტა შეშინებულმა ისევ გავხსენი და როცა 100%-იანი გრანტი დავინახე, იგვლივ ყველაფერი გაჩერდა, სხვას ვეღარაფერს ვხედავდი. უბედნიერესი მომენტია, როცა ხედავ, რომ შენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და საბოლოოდ მიაღწიე იმას, რისთვისაც წვალობდი,”-ამბობს სოფიო.

Აბიტურიენტობის პერიოდი, ბევრი სხვა აბიტურიენტის მსგავსად, მისთვისაც შფოთვასთან და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ცდილობდა ყურადღება სწავლაზე გადაეტანა და სხვა რამეზე ნაკლებად ეფიქრა.

,,აბიტურიენტობა გარდამავალი პერიოდია, გამოცდები მთელ ცხოვრებას ცვლის და ახალ ეტაპზე გადადიხარ. Განვიცდიდი, მაგრამ სწავლის პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მთელი ყურადღება მასზე გადამქონდა და არა იმაზე, რა იქნებოდა მომავალში. Ამ პერიოდში ძირითადად იმ საგნებს ვსწავლობდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ამიტომ სწავლა საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნო იყო,”-აღნიშნა სოფიომ.

პროფესია იმის მიხედვით შეარჩია, რომელი სფეროც ყველაზე მეტად იზიდავს. Ფსიქოლოგობას თავის მოწოდებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით დიდი გეგმები აქვს.

,,ძალიან მიყვარს ადამიანების მოსმენა, მათთან ურთიერთობა, ამიტომ, ვფიქრობ, კარგი ფსიქოლოგი ვიქნები. Სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანები ძირითად ყურადღებას ფიზიკურ ჯანმრთელობას უთმობენ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყურადღება ნაკლებად მახვილდება, არადა მენტალური ჯანმრთელობა აუცილებელია. Მინდა დავეხმარო ადამიანებს, რომლებსაც ამ კუთხით პრობლემები აქვთ,”-გვითხრა სოფიომ.

მალე უცხო ქალაქში გადასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება მოუწევს, რაც როგორც ამბობს, ცოტა აშინებს, მაგრამ ცხოვრების ახალ საფეხურს მაინც მონდომებული და მიზანმიმართული ხვდება.

სოფიოს მსგავსად, საბოლოო შედეგის გაგებამდე ბევრი ინერვიულა ზურა ჟორჟოლიანმაც. ამბობს, რომ როცა შედეგები დაიდო, საოცარი მადლიერების გრძნობა დაეუფლა, ბედნიერი იყო, რომ ამდენმა შრომამ შედეგი გამოიღო.

,,სანამ შედეგს გავიგებდი, ლამის გული გამისკდა, გულისცემის ხმა მესმოდა. ძმასთან შეთანხმებული ვიყავი, რომ მას უნდა ენახა. გახსნა, ნახა, ხელი გამომიწოდა და მითხრა გილოცავო. მაგ დროს მთლად ამომივარდა გული,”-გვიყვება ზურა.

პანდემიის პირობებში აბიტურიენტების პერიოდი ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. რთული იყო რეპეტიტორთან პირბადით ჯდომა, ასევე, მისი გრაფიკიდან გამომდინარე, კომენდატის საათი, გადაიტანა კოვიდ19, რის გამოც გაკვეთილებს ონლაინ ესწრებოდა. ამბობს, რომ დისტანციურ რეჟიმში სწავლა განსაკუთრებით დამღლელია, მაგრამ მოტივაციას წარმატებული მომავლის სურვილი აძლევდა. ზურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. მედიცინა ბავშვობიდან იზიდავს, სწორედ ამ პროფესიის სიყვარულით დაძლია სიზარმაცე და დღეს მიღწეულით ამაყობს.

,,როცა სწავლა მეზარებოდა, ჩემს თავს თეთრი ხალათში წარმოვიდგენდი და ვიაზრებდი, რომ თუ სწავლას საკმარის დროს არ დავუთმობდი, ოცნება ოცნებად დარჩებოდა და ექიმი ვერ გავხდებოდი. სწორედ ამის გამო არ დავნებდი, თორემ ხანდახან ძალიან მეზარებოდა,”-ამბობს ზურა.

ყველაზე მაღალი, 78 ქულა ინგლისურში მიიღო. ის ყველა აბიტურიენტს, ბევრ შრომას და საჭიროების შემთხვევაში ღამეების თენებასაც ურჩევს. ამბობს, რომ ბრძოლას და მიზნის ერთგულებას ყოველთვის აქვს აზრი და ყველა გათენებული ღამე ამ სიხარულად ღირდა.

აბიტურიენტების პერიოდი რთული და დამღლელი იყო ქუთაისელი ლიზი ჩოგოვაძისთვისაც, რომელმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პანდემიის პირობებში მასაც ბევრი სირთულე შეხვდა.

,,ძალიან ავირიეთ. კომენდატის საათი იყო ყველაზე ცუდი, რადგან არ იცი რა დრო დაგჭირდება რეპეტიტორთან, ხელი გვეშლებოდა ყველანაირად, არ არის მარტივი ასეთ დროს აბიტურიენტი იყო,”-აღნიშნავს ლიზი.

მიუხედავად ამისა, თავი არ დაუზოგავს, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. შედეგმაც არ დააყოვნა. ის სასურველ პროფესიაზე სრული დაფინანსებით ისწვლის. როგორც ამბობს, მთელი აბიტურიენტების მანძილზე სწორედ იმ ემოციისთვის იბრძოდა, რასაც ახლა განიცდის.

,,არ ვიცი როგორ გადმოვცე სიხარული. ალბათ, უნდა განიცადო, რომ ამას მიხვდე,”-ამბობს ლიზი.

ახლა, როცა მიზანი მიღწეულია და 100%-იანი გრანტი მისია, ლიზის ახალი მიზანი აქვს- პროფესიონალი ფსიქოლოგობა.

სოფიომ, ზურამ და ლიზიმ ცხოვრების ერთი საფეხური წარმატებით გაიარეს. აბიტურიენტები უკვე სტუდენტობისთვის ემზადებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *