აპელაციის შედეგად, აბიტურიენტს 21 ქულა მოემატა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით,

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აპელაციის შედეგად, ყველაზე მეტი – 21 ქულა, ქართული ენისა და ლიტერატურის ნამუშევარს მოემატა. ამავე საგანში 10-10 ქულა კიდევ 2 ნაშრომს უღიარეს. მეორე ადგილზეა ნაშრომი ლიტერატურაში, რომელსაც 11 ქულა მოემატა.

 

 

ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნამუშევარზე შევიდა.

2021 წელს აბიტურიენტთა ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 355 (3% საერთო რაოდენობიდან). ქულა სულ 1 435 ნაშრომს მოემატა, შეფასება კი არცერთ აბიტურიენტს არ დააკლდა.

შეგახსენებთ, აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

| Print |