ქუთაისში ვიდეოს ,,კლიმატის ცვლილება – მძიმე რეალობა და ბუნდოვანი მომავალი’’ პრეზენტაცია გაიმართა,

რომელსაც არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიდეოში იმ საფრთხეებზეა საუბარი, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას. იმ შემთხვევაში, თუ კლიმატის ცვლილების შესამსუბუქებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, 2100 წლისთვის ტემპერატურა 3.7-დან 4.1 ცელსიუსით გაიზრდება, რაც გარემოს და ადამიანს დიდ ზიანს მიაყენებს. ვიდეოში საუბარია სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში პრობლემის გადაჭრაში, ასევე მუნიციპალიტეტების როლზე. პრეზენტაცია ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

,,კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ასეთ დროს მნიშნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნის როლიც, როგორიც საქართველოა. აუცილებელია გავიაზროთ პასუხისმგებლობა გლობალური პრობლემის წინაშე. მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის ჩართულობა და პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების შემსუბუქებაში, სწორედ კლიმატის ცლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე და მათ გადაჭრაში საზოგადოების და სახელმწიფოს ჩართულობაზე გვაქვს დღეს ვიდეოს პრეზენტაცია,’’-ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

,,ჩვენ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში, რაც შეიძლება ახალი დაავადებების წყაროც გახდეს. მუნიციპალიტეტს მერების ხელშეკრულება ავალდებულებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აუცილეელია გადავდათ ეფექტური ნაბიჯები , რათა ქალაქი გახდეს ეკომეგობრული, ენერგოეფექტური. ამ კუთხით მუნიციპალიტეტს ანგარიში არ წარუდგენია,’’-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის’’ თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე.

ვიდეო პროექტის ,,კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტარატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგემის საარსებო გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებეის შესამცირებლად” ფარგლებში მომზადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *