გუშინ 28 სექტემბერს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ  ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიული კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ, რომ სწავლა განაახლონ დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიებში. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით იღებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება;

მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება და სურვილის შემთხვევაში დისტანციურად სწავლის შესაძლებლობაც იქნება.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე –  www.online.emis.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *