,,თუ საბჭოთა სუბკულტურა არ იქნა დაძლეული, ეს გაუიოლებს ვლადიმერ პუტინს მიზანს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი,’’- ზვიად ქორიძე

,,ტრანზიციაში დაკარგულები’’

-ასე ეწოდება საერთაშორისო პროექტს, რომლის მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა რეალობის კვალის გააზრება და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სახელმწიფოს შენებისკენ მიმართული სირთულეების დაძლევაზე ალტერნატიული ცოდნის მიწოდება წარმოადგენს. პროექტს საქართველოში საბჭოთა მემკვიდრეობის კვლვის ლაბორატორია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ის ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც გვიანი საბჭოთა პერიოდის საქართველოში იცხოვრეს და მათ დღევანდელ საქართველოში საბჭოურ მემკვიდრეობაზე და მის დაძლევის გზებზე ესაურებიან.  სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქუთაისში, სკოლა ,,პროგრესში’’, რომელსაც ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უძღვებოდა. ზვიად ქორიძემ საბჭოური გავლენით ქართველთა მეხსიერებაში დღემდე დაუძლეველ ორ ბარიერზე -კორუფციაზე და ქურდული მენტალიტეტის სუბკულტურაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს ორი ბარიერი იმდენად ღრმად არის ჩაბეჭდილი საზოგადოების ცნობიერებაში, რომ მათი აღმოფხვრა და ახალ რელსებზე გადაწყობა დღემდე ვერ ხერხდება, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება.

 

,,საბჭოთა პერიოდის საქართველოში კორუფციის კანონიზება მოხდა. საბჭოთა კავშირმა ხალხს მოპარვის შესაძლებლობა მისცა და საზოგადოება დღემდე თვლის, რომ კორუცია ქართული ,,ჯიგრული პონტია’’. ეს უნდა იყოს დაგმობილი, კორუფცია სამარცხვინო უნდა გახდეს. თუ საბჭოთა სუბკულტურა არ იქნა დაძლეული, ეს გაუიოლებს ვლადიმერ პუტინს მიზანს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი,’’-აღნიშნა ზვიად ქორიძემ.


პროექტის ფარგლებში ქუთაისში ასევე შეხვედრა გაიმართა ფოტოგრაფ გურამ წილახაშვილთან, რომელმაც ასევე საბჭოთა მემკვიდრეობაზე ისაუბრა.


პროექტი სამ ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში და ბელარუსიაში მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაგა-ბაღებში Covid-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად
კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება.
12:20 / 14.12.2021
ბაგა-ბაღებში Covid-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძემ დაცვის პოლიციას სასამართლო პროცესი მოუგო
სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
13:58 / 17.01.2022
პოლიტიკის სიახლეები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83%  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას  მხარს უჭერს, ნატოში გაწევრიანების მომხრე 77%-ია
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!