ბაღებში სწავლა 24 იანვარს განახლდება - ქუთაისის ბაღების 300-მდე თანამშრომელი ვაქცინირებულია
სასწავლო პროცესი ბაღებში 24 იანვარს განახლდება. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღები რეგულაციებს სრულად იცავენ, სააღმზრდელო დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლა აკრძალულია, ამიტომ სასწავლო პროცესის განახლებას ხელს არაფერი უშლის.

,,უკვე ორი წელია სწავლა პანდემიის პირობებში მიმდინარეობს და ჯერ შიდა გავრცელების შემთხვევა არ გვქონია. შემოსასვლელში მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ვიცავთ ჰიგიენას. სასწავლო პროცესის დაწყებამდე თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდებათ და თუ რომელიმე ბაღში კოვიდ 19 დადასტურდება, იმ ბაღში პროცესი არ განახლდება. ბაღის თანამშრომლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ, რათა სააღმზრდელო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ,"-ამბობს დავით წიტაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში, დაახლოებით, 300 ბაღის თანამშრომელი ვაქცინირებულია.

ქუთაისში ჯამში 37 საჯარო ბაღია.
| Print |