ქუთაისში ჟურნალ ,,თეთრი ხიდის’’ პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჟურნალ ,,თეთრი ხიდის’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის პირველი ნომერი დღეს გამოვიდა. ჟურნალის რედაქტორი იოსებ იარღანაშვილია. ჟურნალში შეხვდებით როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ასევე პუბლიცისტიკას, ესეისტიკას, საბავშვო ლიტერატურას, ეთნოგრაფიას, თარგმანებს და ა.შ.

,,ჟურნალში წარმოდგენილი მასალა მრავალფეროვანია. ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ის ტრადიციები და თანამდროვე ღირებულებები, რაც ყოველთვის გვქონდა და რომლითაც მდიდრები ვართ. ვცდილობთ წარსული ღირებულებების ახლებურად წარმოჩენას და ლიტერატურულ პროცესებში ჩვენი წვლილის შეტანას,’’-ამბობს ჟურნალის რედაქტორი იოსებ იარღანაშვილი.

,,ვფიქრობ, ქუთაისის ბიბლიოთეკას, რომელიც დიდი ლიტერატურული ტრადიციების მატარებელია, უნდა ჰქონოდა საკუთარი ჟურნალი. მრავალმხრივი და საინტერესო ჟურნალია, რომელიც ვფიქრობ, მკითხველის ყურადღებას მალევე მიიქცევს და ის მცირე მოცულობა, რა მოცულობითაც ჟურნალი გამოიცა, გაიზრდება და ეს არ იქნება ფუჭად გაწეული შრომა,’’-ამბობს მწერალი გია ხოფერია.

ამ ეტაპზე ჟურნალის ტირაჟი 500 ეგზემპლარია.
| Print |