ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ლექცია გაიმართა.

ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ქართველების, ასევე ქართველი მუსლიმების წინაშე დგას.

სახელმწიფო ენის არცოდნა, ხარისხიანი განათლების ხელმიუწვდომლობა, სკოლებში ინფრასტუქტურის პრობლემა, ახალი მეჩეთების მშენებლობის პრობლემა, ბოლო წლებში რელიგიური დაპირისპირებების ნიადაგზე სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაგირების არქონა -ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გადაჭრაც ამ დრომდე ვერ მოხერდა. დღევანდელი ლექციის მიზანსაც საზოგადოებისთვის აღნიშნული პრობლემების უკეთ გაცნობა და მათი გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა. ლექციის მიზანია ასევე ერთმანეთს გააცნოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა თემი და სხვადასხვა კულტურა , რაც მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა პროექტის ,,სოლიდარობის ტური’’ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ნიდერლანდების საელჩო აფინანსებს.

პროექტს ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ,,პლატფორმა სალამი’’, ,,ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის’’ და ,,მუსლიმთა სოლიდარობის თემი’’.

,,საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა ჯგუფებმა ხშირად ერთმანეთის შესახებ არაფერი იციან. ისინი ერთმანეთის შესახებ სტერეოტიპული და დეზინფრომაციული ხასიათის წარმოდგენებით საზრდოობენ. Პროექტის მიზანი ამ კუთხით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. ქვეყანაში მრავალწლიანი ინტეგრაციის პოლიტიკის მიუხედავდ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების პროპლემატურობა. საბჭოთა პერიოდში რელიგიურ ჯგუფებს საკულტო ნაგებობები ჩამოერთვათ, რომელსაც შემდეგ საწყობებად, კლუბებად, თეატრებად იყენებდნენ. Საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაძრები დაბრუნდა, მაგრამ მეჩეთების უმრავლესობა კვლავ სახელმწიფოს ბალანსზეა. პრობლემურია ახალი მეჩეთის მშენებლობაც, წინააღმდეგობა არის რელიგიის სააგენტოს, სუსის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან,’’-ამბობს სპიკერი ოქტაი ქაზუმოვი.

,,აუცილებელია ბაღებში, სკოლებში და უნივერსიტეტებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ტრადიციებს ასწავლიდნენ. აუცილებელია ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცოდეს რა წუხილები აქვთ ეთნიკურ უმცირესობებს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ენის არცოდნაა. ბაღები არ გვაქვს, არც სკოლები, ან თუ სკოლა გვაქვს, ამორტიზებულ მდგომარეობაშია. ერთი მასწავლებელი ზოგჯერ 5 საგანს ასწავლის, ამიტომ სათანადო განათლების მიღება ჭირს. იმედია, ამ გამოწვევებს დავძლევთ,’’-ამბობს ,,პლატფორმა სალამის’’ წევრი Სემა სადიქი.

Პროექტი 8 რეგიონში ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *