კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამსახურის
მიერ ეწყობა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა და მასში მონაწილეობა 14-დან 29
წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ბანაკი 200 ადამიანზეა გათვლილი.
ბანაკი საგანმანათლებლო ხასიათისაა და სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე
უტარდებათ ახალგაზრდებს ტრენინგ-სემინარები. ახალგაზრდა ლიდერთა
სკოლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და საზოგადოებრუვ
ცხოვრებაში მათი მონაწილების გაზრდა.
აგვისტოს თვეში ასევე მოეწყობა ბანაკი ქუთაისის საჯარო სკოლების
VIII–IX-X კლასის მოსწავლეებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან,
რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. მათ წარადგენს
შესაბამისი საჯარო სკოლის დირექტორი, სოციალური სამსახურის სიებზე
დაყრდნობით. ბანაკი 120 ადამიანზეა გათვლილი.
გარდა ამისა, მოეწყობა ბანაკი არასოციალურად დაუცველ განსაკუთრებული
აკადემიური მოსწრებების- საერთაშორისო, რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და
კონკურსებზე I; II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეებისთვის და
საზაფხულო შემეცნებითი ბანაკი მცირე აკადემია საჯარო სკოლების
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის
გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.
ბანაკების ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს, წარმოების უფლება შეუჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები