ქუთაისში 3 მორიგე ბაღი იფუნქციონირებს
ქუთაისში, ზაფხულის განმავლობაში 3 მორიგე ბაღი იფუნქციონირებს.

მორიგე ბაღები აღსაზრდელებს ბალახვანში, ნიკეაზე და ავტოქარხანაში მიიღებენ. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, უკვე შემოსულია 200 განაცხადი.



,,მშობლებს, რომლებსაც ზაფხულის განმავლობაში ქალაქიდან გასვლის საშუალება აქვთ, შეუძლიათ შვილები მორიგე ბაღებში დატოვონ. მორიგე ბაღები ნიკეაზე, ავტოქარხანაში და ბალახვანში იფუნქციონირებენ. ადგილები ისე გადავანაწილეთ, რომ ქალაქის ყველა უბანში მცხოვრებისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო,’’-ამბობს დავით წიტაიშვილი.



ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს შეწყდება.



ქუთაისში 37 საჯარო ბაღია.

| Print |