,,ქალების ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერება’’ -შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და მეწარმე ქალებისთვის
ქუთაისში პროექტის ,,ქალების ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერება’’ შეჯამება გაიმართა.

პროექტი იანვარში დაიწყო, მასში 20 ახალგაზრდა და 10-ზე მეტი მეწარმე ქალი იყო ჩართული. პირველ ეტაპზე ბიზნესის მართვის საკითხებზე ახალგაზრდები გადამზადდნენ, უკვე შემდეგ ეტაპზე კი გადამზადებულმა ახალგაზრდებმა სამუშაო პრაქტიკა მეწარმე ქალებთან გაიარეს. პროექტის მიზანს ერთის მხრივ ახალგაზრდების ბიზნეს უნარ-ჩვევების გაძლიერება, მეორეს მხრივ კი მეწარმე ქალების გაძლიერება წარმოადგენდა.



,,სამწუხაროდ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბიზნესის სწავლება მოძველებული ტექნიკით ხდება. საბედნიეროდ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვექმნა საგანმანათლებლო ექსპერიმენტი, რითაც მიგვეცა ახალგაზრდებისთვის ღრმა, ფუნდამენტური ცოდნა იმის შესახებ რა სჭირდება ბიზნესს ეფექტურობისთვის, რა პრიონციპებით უნდა იმართებოდეს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს და ა.შ. ასევე, ხელს ვუწყობთ ცოდნის წყურვილით სავსე ახალგაზრდების და მეწარმე ქალების დაკავშირებას, ორი დაინტერესებული მხარის დაკავშირებას. Ამ ყველაფერს აუცილებლად განგრძობადი ხასიათი ექნება’’-ამბობს პროექტის თანაავტორი ქრისტინე მაღლაკელიძე.



,,შევისწავლე მარკეტინგი, ფინანსური ანალიზი, აღრიცხვები-ყველაფერი რაც ბიზნესს უკავშირდება. Შემდეგ ახალგაზრდებმა ჩამოვაყალიბეთ ჩვენ-ჩვენი ბიზნეს იდეები და ამის შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა აგვარჩიეს, რომლებიც მცირე ბიზნესებთან ვმუსაობდით და კონსულტირებას ვუწევდით,’’-ამბობს პროექტის მონაწილე ლანა ჭანტურიძე.



პროექტი ,,საქართველოს ლაბორატორიამ’’ განახორციელა.

| Print |