5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, საქართველოში 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოავლინეს.

ფინალისტებს შორის ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილიც მოხვდა.

ხუთი ფინალისტიდან გამარჯვება როლანდ შავაძემ მოიპოვა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.

ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. საელჩო გამარჯვებულის გამოვლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის, The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *