ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების მიღწევები და პრობლემები 3
საქართველოში, პროფესიონალიზმის კუთხით მრავალმხრივი გამოწვევა არსებობს. განსაკუთრებით საგანგაშოა მედიცინის სფეროში მომუშავეთა პროფესიონალიზმის საკითხი, რადგანაც ისინი უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობას ეხებიან.
მედიკოსთა არაკვალიფიციურობის ან არასწორად დასმული დიაგნოზის გამო, ლეტალური შედეგიც კი დამდგარა.

პაციენტთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფორმა არსებობს, რადიო "ძველ ქალაქს" სამედიცინო ხარისხის ასპექტით უკმაყოფილო რამდენიმე პაციენტის ოჯახის წევრი ესაუბრა;

"ოჯახში ყველაზე პატარა წევრზე, რომელიც მაშინ 5 თვის იყო, მოგვიწია ალერგიაზე გარკვეული სახის ანალიზების ჩატარება წყალტუბოში. როგორც ექიმმა ანალიზების პასუხების საფუძველზე გვითხრა, ბავშვს ქონდა რძეზე ალერგია.
საბოლოო ჯამში, ჩვენ გადავწყვიტეთ თბილისში წაგვეყვანა სამკურნალოდ, იქ ექიმები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ანალიზებში არსად ჩანდა რომ ბავშვს ალერგია ჰქონდა რძეზე.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩვენ ვენდეთ ექიმის კონსულტაციას წყალტუბოში, ამოღებული გვქონდა რძის პროდუქტები ბავშვის კვების რაციონიდან, რამაც გამოიწვია მისი წონაში საგანგაშოდ დაკლება".

"კონკრეტულად მამაჩემის შემთხვევა მახსენდება, რომელიც ფიქრობდა რომ გული აწუხებდა, დაძაბულობას გრძნობდა გულმკერდის არეში, როდესაც ის მივიდა ერთ -ერთ ექიმთან ქუთაისში, მან უთხრა რომ გულის პარკუჭები ჰქონდა დაზიანებული.
მოგვიანებით, ვიდრე მკურნალობას დაიწყებდა კიდევ გადაამოწმა დიაგნოზი. სხვა ექიმმა უთხრა, რომ ეს არ იყო პარკუჭების პრობლემა და ადგილი ქონდა უბრალოდ კუნთის მოდუნებას, რაც დაკავშირებული იყო ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვასთან, ათდღიანი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მამა სრულიად გამოჯანმრთელდა.
ეს ფაქტი ჯერ კიდევ რჩება ჩვენი ოჯახის ძალიან მძიმე გამოცდილებად ექიმებთან ურთიერთობაში, ამ შემთხვევის შემდეგ ძალიან შეშინებულები ვართ"

არასწორად დასმული დიაგნოზით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გვიყვება 80 წლის თამარა სვანიძის ქალიშვილი
მარიკა კოპალიანის თქმით, ერთი თვის განმავლობაში არასწორი მიმართულებით მკურნალობამ მოხუცი საბოლოოდ საწოლს მიაჯაჭვა.
"ერთ დღეს იგრძნო მენჯის არეში ტკივილი და ვეღარ გაიარა, წავიყვანეთ სახელმწიფო დაზღვევით გათვალისწინებულ პოლიკლინიკაში, სადაც გადაუღეს რენტგენი და გვითხრეს, რომ მოტეხილობა არ აღენიშნებოდა. სახსრების ანთებაზე დაუწყეს მკურნალობა, რა თქმა უნდა ეს წამლები არ აღმოჩნდა ეფექტური. შემდეგ, გაუსაძლისი ტკივილების გამო წავიყვანეთ კერძო კლინიკაში. იქ გვითხრეს რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია, რადგან მენჯის მოტეხილობა ჰქონდა. წარმოიდგინეთ 80 წლის მოხუცისთვის ერთი თვის განმავლობაში ასეთი ტკივილის მოთმენა რა რთული იქნებოდა"

პრაქტიკაში არსებულ მსგავს პრობლეატურ შემთხვევებზე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავჯდომარე, გიორგი სანტურიანი გვესაუბრა. მისი თქმით, ძირითადად იკვეთება შემთხვევები, როდესაც არასათანადო მკურნალობაზე მიუთითებენ.

"გვქონია შემთხვევები, მათ შორის უხარისხო ოპერაცია, როცა პაციენტთა ოჯახის წევრებს ჰქონდათ იმის ეჭვი, რომ არასათანადო მკურნალობამ სასიკვდილო შედეგი გამოიწვია. ასევე ყოფილა შემთხვევები, როდესაც უშუალოდ სასიკვდილო შედეგი არა, მაგრამ სხვა და სხვა ზიანი მიადგა ადამიანის ორგანიზმს. ეს იქნებოდა ამპუტირებული ფეხი თუ შემდგომში სხვა დაზიანებები,
პრეტენზია ჰქონდათ მათ შორის იმგვარი, რომ უნდოდათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო კონკრეტული ექიმის მიმართ. ჩვენ მათ დავეხმარეთ, შევუდგინეთ დოკუმენტები, ზოგიერთ საქმეზე დღესაც მიმდინარეობს გამოძიება"

პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ამავე სფეროს ექსპერტმა გივი ჯავაშვილმა განმარტა"

"შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებობს საბჭო, რომელიც განიხილავს ექიმთა პროფესიული პასუხისმხებლობის საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს, გამოუცხადოს საყვედური თუ მისცეს შენიშვნა, ან შეუჩეროს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, ანუ შეუჩეროს სერთიფიკატი.
თუ პაციენტი ფიქრობს რომ ზიანი მიადგა, რომელიც მატერიალურად გამოიხატება და უნდა მიიღოს ფულადი კომპენსაცია, მან უნდა მიმართოს სასამართლოს.
ამას გარდა არსებობს პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 2013 003
აღნიშნულ ნომერზე დარეკვისას საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიიღოს :

უფასო კონსულტაცია პაციენტის ინდივიდუალურ და სოციალურ უფლებებზე;
უფასო კონსულტაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ;
უფასო იურიდიული კონსულტაცია;
საჭიროების შემთხვევაში, იურისტის უფასო კონსულტაცია სასამართლოში."
პროექტს ახორციელებს საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,მცირე მატება გვაქვს, მაგრამ გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება
არ არსებობს.
12:44 / 22.01.2020
,,მცირე მატება გვაქვს, მაგრამ გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს."- ამის შესახებ
36 წლის დავით გაბედავას დახმარება სჭირდება. მას გულის გადანერგვა
ესაჭიროება.
16:12 / 15.01.2020
36 წლის დავით გაბედავას დახმარება სჭირდება. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება.
გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ
ქალაქთან
16:26 / 10.01.2020
გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან" საუბრისას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა გრიპის
17:24 / 09.01.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა გრიპის
2020-01-06გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტს ტამიფლუს სახელმწიფო
16:00 / 06.01.2020
2020-01-06გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტს ტამიფლუს სახელმწიფო
ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020