ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების მიღწევები და ამოცანები 4
სპეციალური გადაცემა რადიო „ძველ ქალაქში“ მიეძღვნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების სახელმწიფო პროგრამების მიღწევებს, პრობლემებსა და გამოწვევებს.
გადაცემის სტუმრები იყვნენ: ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თევმჯდომარე თემურ ნადირაძე, ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე და იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე ზაზა აბულაძე.
გადაცემაში საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის პროგრამებს, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მომსახურების ხარჯებს. საყოველთაო დაზღვევისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების პრიორიტეტებსა და ნაკლოვან მხარეებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით და სამედიცინო პერსონალის მომსახურების ხარისხს.
გადაცემაში გამოყენებული იყო, პროექტის ფარგლებში, რადიო „ძველი ქალაქის“ მიერ მომზადებული სიუჟეტებიდან ამონარიდები, მოსახლეობის გამოკითხვა და ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი სპეციალისტის მოსაზრებები.
| Print |