ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების მიღწევები და პრობლემები 1

2013 წლის 28 თებერვლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა .
პროგრამის მიზანია, მოსახლეობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
თუ ვინ არიან კონკრეტულად პროგრამით მოსარგებლენი რადიო „ძველ ქალაქთან“ საუბრისას დიმიტრი ნაზარისვილის საოჯახო კლინიკის დირექტორი, მერაბ კვიცარიძე განმარტავს:


„საყოველთაო დაზღვევა არის საკმაოდ სერიოზული პროექტი სახელმწიფოდან.საყოველთაო ჯანდაცვაში ყველა კატეგორია სარგებლობს ვინც დარეგისტრირდება საყოველთაო დაზღვევაში. ესენია: ბავშვები ნოლიდან ექვს წლამდე,ბავშვები ექვსიდან თვრამეტ წლამდე,უმწეოთა პაკეტით მთლანად ოჯახი,ვეტერანები ,მოხუცები,პენსიონერთა პაკეტი.საქართველოს ყველა მოქალაქეს,რომელსაც აქვს ქართული პირადობის მოწმობა,შეუძლია დარეგისტრირდეს შესაბამისი პაკეტით“.
ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებით ჯანდაცვის სფეროს პირველწარმატებად с ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დასახელდა.
კლინიკა „ლივერმედის“ ინფექციონისტ ქეთევან მანაგაძის თქმით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით ამ პროგრამაში 800-მდე ბენეფიციარია ჩართული:
„ელიმინაციის პროგრამაში ჩართულობა ძალიან მაღალია პაციენტრბიის იმერეთიდან და არამარტო იმერეთიდან ,სვანეთი რაჭა -ლეჩხუმი,დასავლეთი საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას.ძალიან კარგ შედეგებზე გავდივართ ,მომართვიანობა ძალიამ მაღალია, მოლოდინი კიდევ უფრო დიდი. შეჩერებული პაციენტები ძალიან ბევრი გვყავს, მკურნალობა,მედიკამენტი აბსოლუტურად უფასოა“.
ექსპერტები და სპეციალისტები საყოველთაო ჯანდაცვის ასევე დადებით მხარედ რეცეპტების ინსტიტუსტის ამოქმედებას თვლიან,რადგანაც მედიკამენტებზე არამიზნობრივი მოხმარების შეზღუდვამ,მოსახლეობის ხარჯების შემცირება გამოიწვია.
2012 წლიდან ამბულატორიული მიმართვიანობის მაჩვენებელი ზრდის ტემპით ხასიათდება,რაც ასევე მნიშვნელოვანი წარმატებაა.
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის უარყოფით მხარეებს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე, ზაზა აბულაძე მიიჩნევს,რომ ცალსახად გამოკვეთილი პრობლემები ამ პროგრამას არ გააჩნია:
„უარყოფითი მხარეები საყოველთაო ჯანდაცვას ფაქტობრივად არა აქვს,თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ იმ მიმართვიანობას რაც არის საქართველოს ქალაქების მხრიდან.მე შემიძლია ვთქვა ჩვენი სერვის-ცენტრის მაგალითზე,ყოველდღიურად დაახლოებით 100 ბენეფიციარი მოგვმართავს. მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ ,შეიძლება იყოს რაღაც ხარვეზი,რაზეც საუბარი არის როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან,ასევე საყოვველთაო დაზღვევის ან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან,რაც გამოსწორებადი ხარვეზია და პერიოდულად ესეთი ხარვეზი როცა იჩენს თავს , ყოველთვის სწორდება. ამ ეტაპზე მე პრობლემას ვერ ვხედავ საყოველთაო დაზღვევის მიმდინარეობაში და განხორციელებაში „-აცხადებს ზაზა აბულაძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვსს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ჯანდაცვის ექსპერტ ნინო მირზიკაშვილს. ჩვენთან საუბარში მან საყოველთაო ჯანდაცვის ნაკლოვანებებზე ისაუბრა:
„ხარვეზზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ვლაპარაკობთ რომ , მონიტორიგისა და შეფასების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვერ ვხედავ ძალიან ბევრ კვლევებს, თითქოს ჩაკეტილია ეს წრე. რა არის დადებითი რა არის უარყოფითი მხარეები, ეს ყველაფერი ხომ კვლევებმა უნდა აჩვენოს და პირველ რიგში კვლევებით სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რას გიჩვენებს ეს სამ წლიანი გამოცდილება? პრინციპში უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც საყოველთაო ჯანდაცვას გააჩნია, ჩვენ ამის მონაცემები სამწუხაროდ არა გვაქვს თუ რამე კვლევა ჩატარდა“.
ნინო მირზიკაშვილის თქმით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სამედიცინო მომსახურების ხარისხი იკვეთება :
„რა თქმა უნდა რეგულირების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ როგორ ხდება ამის რეგულირება პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ჰოსპიტარულ დონეზე, მომსამსახურების ხარისხი და ადამიანური რესურსები, რომელიც პრინციპში ხარისხის ერთ-ერთი კომპონენტია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღეს ჯანდაცვაში. იმიტომ, რომ მივდივართ დღეს საავადმყოფოში, , ვიღებთ მომსახურებას პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, ეს ჩვენ ვიხდით თუ სახელმწიფო ფარავს ამას,კი ბატონო მაგრამ, რა მომსახურებას ვიღებთ, რა ხარისხით ხდება ეს ყველაფერი?! ამის შედეგს ჩვენ წლების შემდეგ ვღებულობთ. იგივე არასწორად ჩატარებული მკურნალობა, გვერდითი მოვლენები და ა.შ. ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია რა თქმა უნდა. ამიტომაც, დღესდღეობით რეალურად დგას იმის საჭიროება, რომ ექიმებმა უნდა აიმაღლონ თავისი ცოდნა, იზრუნონ უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე“.
ნინო მირზიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავრობას არ აქვს იმის ფუფუნება, ნაკლები შემოსავლების მქონე მოსახლეობა და მაღალი სოციალური მდგომარეობის პირები საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამით ერთნაირად სარგებლობდნენ:
„ჩვენი შემოსავლების ქვეყანა ვეჭვობ რომ ამას გაწვდეს. ამიტომ პოლიტიკოსებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა ერთად უნდა მოიფიქრონ ის სქემა, რომ ის რესურსი და რაც იყოფა ჯანდაცვისთვის მაქსიმალურად მივიდეს კონკრეტულ მოქალაქემდე, და ის იყოს სრულად დაფარული“.
მოსახლეობის დამოკიდებულება კი საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით ასეთია:
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში უნდა იყოს მიზნობრივი დაზღვევა, არ შეიძლება განსხვავებული ხელფასის, განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები სარგებლობდნენ ერთი და იმავე სადაზღვევო პაკეტით. რაც მალე გადავალთ მიზნობრივ დაზღვევაზე, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“.
„ვფიქრობ, რომ მაღალი თანამდებობის პირები არ უნდა სარგბელობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ვინაიდან მათ ისედაც აქვთ ის ფინანსური, ასე ვთქვათ რესურსი თუ შემოსავლები, რომლის საშუალებითაც თავადაც დააფინანსებენ თავიანთ ჯანმრთელობის დაზღვევას.“
„ახლა, ფულიანი და უფულო ყველა რომ დაზღვეულია, იყოს დიფერენცირება ზუსტად. პენსია წავიდა წამლებში და აღარაფერი აღარ მრჩება და იმას, რომ ათასები აქვს და მისიც უფასოდაა და ჩემიც, ის ფული გადმოანაწილონ ასე, პენსიონრებზე“.
„ვფიქრობ, რომ საყოველთაო დაზღვევა, იმიტომაც არის საყოველთაო დაზღვევა, იმით უნდა სარგებლობდეს ყველა, ქვეყნის ყველა მოქალაქე და შესაბამისად აქ არ უნდა განირჩეოდეს მდიდარი და აქ არ უნდა განირჩეოდეს ღარიბი.“
„არ უნდა ჰქონდეთ დაზღვევა მათ და თვითონ უნდა უზრუნველყოფდნენ ყველანაირ სამედიცინო ხარჯებს.“
„ასე მგონია, რომ ისინი მოვიდნენ ამ ქვეყანაში, რაც შეიძება მეტი დაზღვევა, მეტი ხელფასები და მეტი კარგი პირობები ჰქონდეთ,რომ თვითონ თავიანთი ცხოვრება გაიუმჯობესონ“
გადაიდგემება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმჯობესებისთვის,ამაზე მომდევნო მოწვევის პარლამენტში იმსჯელებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველი საქართველოში-ერთიერთი პოპულარული პროდუქტია. ყველაზე მეტი
მომხმარებელი ჰყავს.
17:00 / 17.07.2019
ყველი საქართველოში-ერთიერთი პოპულარული პროდუქტია. ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1
ლარად შეეძლებათ.
13:26 / 17.07.2019
მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.
ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული
მედიცინის
13:35 / 27.06.2019
ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019