ქუთაისში მრავალფუნქციური კლინიკის

“უნიქალ მედი”ფილიალი გაიხსნა. კლინიკა თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა განაცხადა პაციენტების მისაღებად მზად არიან.
“ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ამბულატორია. გადაუდებელი ამბულატორია, გაკეთდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები. კლინიკა გათვლილია საერთო მაშტაბით 55 საწოლზე, ამ ეტაპზე გავიხსენით 33 საწოლზე, არის რეანიმაციული განყოფილება, ინტენსიური განყოფილება, კლინიკა უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად” – განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *