ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

კლინიკის ადმინისტრაციამ დასაქმებულ ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ექთნები, რომელთაც კლინიკისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

“ჩვენი კლინიკა დღევანდელი დღის აღნიშვნას, ჩვენ პატარა დღესასწაული მოვუწყვეთ ექთნებს, და მათ თანაშემწეებს, მივულოცეთ დღევანდელი დღე გადავეცით სიგელები.”-განაცხადა კლინიკა “ბომონდის” ხარისხის მართვის მენეჯერმა ფატი როგავამ.

ექთან ციური ბერაძისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ამ პროფესიას უკვე 40 წელია ემსახურება.

“მთელს მსოფლოში ყველა ექთანს მინდა მივულოცო ეს დღე და ვუსურვო ყველას მხნედ, მარჯვედ და ტკბილად ემსახურონ თავიანთ პროფესიას. მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკის ადმინისტრაციას ჩვენი ასეთი დაფასებისთვის,”-ამბობს ციური ბერაძე.

ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება. ექთნების საერთაშორისო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგოც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *