ჯანდაცვა
ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახი მოეწყობა
ორგანზაციას — "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" "მაკდონალდსი" საქვვემლოქმედო აქციის ფარგლებში მიღებულ თანხას სრულად გადასცემს, - აღნიშნულია რადიო "ძველი ქალაქისათვის" მოწოედებულ ინფორმაციაში. ამ თანხით მთლიანად მოხდება როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა, ასევე სპეციალისტების A.B.A პროგრამის მიხედვით გადამზადება.
"მაკდონალდსი" McHappyDay-ს ფარგლებში წელს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებზე ზრუნავს.

საქართველოში ყოველ მეასე ბავშვს აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნება. პატარების პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და თერაპიის დროულად დაწყება. სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონები აუტიზმის ცენტრების და შესაბამისად, სენსორული ოთახების სიმცირით გამოირჩევა — ბენეფიციარებს მომსახურების მისაღებად თბილისში უწევთ ჩასვლა. სენსორული ოთახი კი აუტიზმის სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების თერაპიის აუცილებელი ელემენტია.

""მაკდონალდსის" საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავაც ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day--ს მხარდასაჭერად "მაკდონალდსმა" კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი და ჩანთა. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება. 2016 წელს Mc Happy Day-ის ფარგლებში "მაკდონალდსმა" რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო "ქედელთან" თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Day-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას", - აღნიშნულია რადიო "ძველი ქალაქისათვის" "მაკდონადლსის" საზოგადოებასთან ურთიერთობს სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთასის მერია უსინათლო პირთათვის ხმოვან წნევის აპარატებს შეიძენს.
ამის შესახებ
14:25 / 17.10.2019
ქუთასის მერია უსინათლო პირთათვის ხმოვან წნევის აპარატებს შეიძენს. ამის შესახებ
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს.
12:57 / 10.10.2019
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
წყალტუბოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. 20 და 21 სექტემბერს
14:04 / 18.09.2019
წყალტუბოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. 20 და 21 სექტემბერს
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი 3 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019