ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებით

უზრუნველყოფის პროგრამას ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციართათავის 1 ივლისიდან ახორციელებს.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამბობს, რომ 1 ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით,პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 11 ათასამდე ბენეფიციარმა გამოთქვა. მისივე ინფორმაციით,პროგრამიდან ყველაზე მეტი თანხა თბილისზე და იმერეთზე იხარჯება.

სულ პროგრამა 200 ათას ბენეფიციარზე გათვლილი და ჯერ მხოლოდ 11 ათასამდე ადამიანმა ისარგბელა. საინისტროში ფიქრობენ,რომ ბენეფიციარების მიმართვიანობა გაიზრდება.

“პროგრამა ამ დროისათვის დადებითა ფასდება იმიტომ, რომ ეს რეალური შეღავათები ეძლევა 100 ათასი ქულის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს ასაკის მიუხედავად ანუ ყველას შეუძლია ისარგებლოს ვინც არის სოციალურად დაუცველი 100 ათასი ქულის ჩათვლით”,- განაცხადა ეკა ადამიამ.

პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონ 360 ათასი ლარია. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის თქმით, მომდევნო წლისთვის თანხა უფრო მეტი იქნება, თუმცა ჯერ კონკრეტულ ციფრზე საუბარი ნაადრევია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *