საზოგადოება
10 რეგიონში სასმელი წყლის ხარისხი და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა შემოწმდება
საქართველოში შინამეურნეობათა კვლევა იწყება. აღნიშნული კვლევა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში, შემოწმდება სასმელი წყლის ხარისხი, შეისწავლიან ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.

კვლევის განხორცილებას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად 20 სექტემბრიდან დაიწყებს. სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს 10 რეგიონში 14 000-ზე მეტ ოჯახში მივლენ. 

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-7 წლის ასაკის დაახლოებით 1500 ბავშვს ვენიდან სისხლს აუღებენ. ნიმუშები შესამოწმებლად იტალიაში გაიგზავნება. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. ასევე, გაიზომება ბავშვების წონა და სიმაღლე.

რაც შეეხება სასმელ წყალს, ის ნაწლავის ჩხირზე შემოწმდება და როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი მიქელაძე აცხადებს, დადგინდება ვარგისია თუ არა სასმელი წყალი საქართველოში.

კვლევის შედეგები 2019 წლიდან ეტაპობრივად გახდება ცნობილი. აღნიშნული წლის იანვრიდან ტყვიის შემცველობის შესახებ ანალიზის პასუხი ოჯახებს გადაეგზავნებათ, ხოლო სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა ქუთაისში
15:54 / 26.05.2019
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა ქუთაისში
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო.
12:22 / 26.05.2019
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო.
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
13:56 / 24.05.2019
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 12 - 27 °C
img
ქუთაისი 13 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019
ზედამხედველობის სამსახურმა კაფე "სავანეს" მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
16:58 / 30.04.2019