ჯანდაცვა
წყალტუბოს 22 ბაღში სწავლა ბავშვების მოწამვლის ფაქტის გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და კლინიკა ,,მედიქალ სითიში" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები მოინახულეს. ამ ეტაპზე თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში 26 ბავშვი მუცლის ტკივილით, ღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ამჟამად კი სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი გადის.

"ეს არის ტიპიური ნაწლავური ინფექცია, საქმე გვაქვს "შიგელოსთან". რაც შეეხება რაოდენობას, ჰოსიპიტალიზირებული სულ იყო, ბოლო დღეების მაძილზე, 26 ბავშვი, დღეს უკვე გაციებით ნაკლებია. გარდა ამისა მიმდინარეობს საკარდაკარო ჩამოვლა. რაც შეეხება მიზეზებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ლაპარაკი, მიმდინარეობს კვლევა, აქ არიან სურსათის ერვოვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი იკვლევენ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც იყო მიწოდებული ამ საბავშვო ბაღებში" - პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.

"ჩვენ ფაქტის დაფიქსირებისთანავე მოვახდინეთ რეაგირება, ჩაერთვნენ შესაბამისი სამსახურები და უკვე 2-3 დღეში გვექნება კვლევის შედეგები. ბავშვების მდგომარეობა, როგორც სტაციონარში, ასევე, ბინაზე დამაკმაყოფილებელია. სწავლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 22-ვე ბაღში მას შემდეგ განახლდება, რაც ყველა საჭირო კვლევა დასრულდება" - გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.

ბაღებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს გამოძიება რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოკსიკაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამომწვევი მიზეზების დადგენამდე პრევენციის მიზნით წყალტუბოს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. სწავლა წყალტუბოს 22 ბაღში გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყველი საქართველოში-ერთიერთი პოპულარული პროდუქტია. ყველაზე მეტი
მომხმარებელი ჰყავს.
17:00 / 17.07.2019
ყველი საქართველოში-ერთიერთი პოპულარული პროდუქტია. ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1
ლარად შეეძლებათ.
13:26 / 17.07.2019
მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.
ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული
მედიცინის
13:35 / 27.06.2019
ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019