გრიპის ავადობის გაზრდა წელიწადში ორჯერ, სეზონურად, ყოველთვის მოსალოდნელია.

დღეის მდგომარეობით, 100 000 მოსახლეზე 221 შემთხვევა ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეპიდემიური მზადყოფნა სახელმწიფოში ცხადდება მაშინ, როდესაც 100 000-კაციდან 450 ატარებს გრიპის ვირუსს. 

“უკვე 3 წელია, რაც ვამოქმედებთ პროტოკოლს და საოჯახო მედიცინის ცენტრები გადადიან 24-საათიან მუშაოების რეჟიმზე. მათ ვეხმარებით ავტომობილებითაც, რომ იარონ გამოძახებებზე. კლინიკები მზად არიან გრიპის ვირუსით მიმართვიანობისათვის. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გრიპის ვირუსს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი. მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად, აუცილებელია მოქალაქეებმა ექიმს მიმართონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *