ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ”, რომელიც სახელწმიფომ

აფთიაქებს მიჰყიდა, მხოლოდ ოთხ სააფთიაქო ქსელში იყიდება. პრეპარატის შეძენა მომხმარებელს “პე-ეს-პეში”, “ავერსში”, “ჯი-პი-სისა” და “ფარმადეპოში” რეცეპტის საფუძველზე შეუძლია, თუმცა “ტამიფლუ” ამ კომპანიების ყველა აფთიაქში არ იყიდება.

“ავერსში” იმერეთის მასშტაბით “ტამიფლუ” მხოლოდ ქუთაისში და მხოლოდ ერთ აფთიაქში იყიდება. ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთაზე, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე. აფთიაქში ამბობენ, რომ მისი ღირებულება კი 72 ლარია, თუმცა ვებ გვერდზე 99 ლარადაა შეფასებული.

“პე ეს პე” “ტამიფლუს” ქუთაისში 2 აფთიაქში ბროსეს ქ. #5-სა და ნიკესა ქ. #1-ში ჰყიდის. მისი ღირებულება 81 ლარი და 85 თეთრია.

“ჯი პი სი”-ში პრეპარატი 93 ლარი და 83 თეთრი ღირს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით არცერთ ფილიალში პრეპარატი არ იყიდება და მარაგის შევსება დღეს მოხდება.

“ტამიფლუს”  “ფარმადეპოს” იმერეთის ქსელში მისი შეძენა შეუძლებელია. პრეპარატის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მათ გვერდზე განთავსებული არ არის.

სოციალური ქსელში მომხმარებლები პრეპარატის ფასს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებში მისი ფასი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად ევროპაში პრეპარატის  ფასი 5 ევროდან იწყება -ავსტრიაში 5 ევრო ღირს, საფრანგეთში 11, გერმანიაში 15.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *