თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებში დღეიდან ელექტრონული

სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა.

სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.

აღნიშნული სიახლე საშუალებას აძლევს როგორც ექიმს, ასევე პაციენტს, ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეს წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიცაა, პაციენტის ანამნეზი, გადატანილი დაავადებები და ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები, ქრონიკული დაავადებების არსებობა, მედიკამენტების მოხმარება და სხვა.

აღნიშნული ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მისაღებად.

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის ეტაპობრივად გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *