რატომ გვაქვს ქვეყანაში წითელას ეპიდემია და როგორ დავიცვათ თავი?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2019 წლის განვლილ პერიოდში წითელას ვირუსით დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმთ, ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორჯერ ჩავარდა, რამაც ვირუსის გააქტიურება გამოიწვია.

რამდენჯერმე, მათ შორის 1998 წელსა და 2008-ში, გვქონდა განმეორებით ვაქცინაციის მასიური კამპანია და ორივე კამპანია ჩავარდა და მოსახლეობის 50%-ზე მეტი არ იქნა ვაქცინირებული. ჩავარდნის მიზეზი იყო ნეგატიური პიარკამპანია, რომელიც ვაქცინაციის მიმართ გატარდა. საოცარი კურიოზული ინფორმაციები ვრცელდებოდა ახლაც გრიპთან დაკავშირებით სოციალური ქსელებში. მაგალითად, ვირუსი ბანანითაც ვრცელდება, რაც აბსურდია და ასევე იყო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომპონენტის დისკრედიტაციაც, რამაც გამოიწვია ის მდგომარეობა , რაც დღეს გვაქვს. დღეს რომ კიდევ წითელა გვიტევს ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებებიდან გამოწვეული, ჩავარდნილი იმუნიზაციის ბრალი. ჩვენ რომ მაშინ მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი აგვეცრა, რაც იყო დაგეგმილი მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, დღეს ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა."- ამბობს გოჩა გიორგიძე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებენ დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარშემო მყოფებიც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმთ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი თითქმის სრულად დაამარცხა.

"ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წითელაა დაამარცხა და ეს შეძლო ვაქცინაციით ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. იქ პრაქტიკულად წითელას შემთხვევები აღარაა." - ამბობს გოჩა გიორგიძე და ამბობს, რომ აცრა სრულად იცავს ადამიანებს დაავადებისაგან.

"წლამდე ბავშვს მოჰყვება დედის იმუნიტეტი და მას შეიძლება არ დაემართოს წითელა. 1 წლიდან შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაავადდეს. ვაქცინაციის კალენდარი მოიცავს ვაქცინაციას 1 წლისა და 5 წლის ასაკში, რითაც სრულად ვიცავთ ბავშვს დაავადებისაგან."- ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.

წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ადექვატური მარაგი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების
11:26 / 06.08.2020
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს
20:07 / 30.07.2020

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი
11:21 / 30.07.2020
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი
სამტრედიაში კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება.
კვლევას ეროვნული სკრინინგ ცენტრის
11:28 / 28.07.2020
სამტრედიაში კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება. კვლევას ეროვნული სკრინინგ ცენტრის
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი
12:30 / 27.07.2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 22 - 28 °C
img
სოხუმი 21 - 31 °C
img
ფოთი 23 - 28 °C
img
თელავი 20 - 32 °C
img
მესტია 11 - 21 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას