ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის ავანგარდის  ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმებაა. ქუთაისის

მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, შენობა მძიმე მდგომარეობაშია.

“მეოთხე პოლიკლინიკის რეაბილიტაციას ვგეგმავთ ავანგარდში. ჩვენი მოსვლიდანვე პრიორიტეტად ავირჩიეთ, რომ ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძლიერი, მუნიციპალური პოლიკლინიკა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან შეგვეძლოს მეტი ხარისხიანი სერვისით მოსახლეობის მომსახურება. არ შეიძლება ასეთი პოლიკლინიკა ემსახურებოდეს ჩვენს მოსახლეობას.”- განაცხადა ქუთაისის მერმა.

პოლიკლინიკას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს უნდა ჩაუტარდეს.  შპს “მეოთხე შერეული პოლიკლინიკის” 100 %-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *