დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წითელას აცრებთან

დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, მათთან ბევრი შეკითხვა შედის ისეთ საკითხებზე როგორიცაა: წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების საჭიროების ვალდებულოები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მათი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების მიზანშეწონილობა. სწორედ ამიტომ, ცენტრი მგანცხადების გაკეთების აუცილეობლას მიზანშეწონილად მიიჩნევს. 

“ქვეყანაში წითელას ფართო გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 18 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომელიც მოიცავს წითელას მასიური გავრცელების წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ღონისძიებებს, რომლის ძირითადი არსი გახლავთ მოსახლეობის ფართო კონტიგენტის იმუნიზაცია.

განკარგულების გამოცემას სამართლებრივ საფუძვლად უდევს “”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”” და “”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”” საქართველოს კანონები, რომელთა შესაბამისად, 2019 წლის იანვრიდან
“”პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი”” სავალდებულო გახდა.

ამავდროულად, 2019 წლის 22 იანვარს გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 01-6/ნ ბრძანება “”სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე”” (ძალაშია 2019 წლის 1 თებერვლიდან), სადაც განსაზღვრულია ის კონკრეტული საქმიანობები, რომელთათვისაც სავალდებულოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები, მიმართულია მხოლოდ აცრების მოცვის მაჩვენებლის გაზრდისთვის, რადგან დაავადების შეჩერება და ელიმინაცია მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცრებით მოცვის მაჩვენებელი იქნება არანაკლებ 95% -სა. წითელას პროფილაქტიკის ერთადერთი, უაღრესად ეფექტური საშუალება მხოლოდ პრევენციული ვაქცინაციაა.
ბოლო 16 წლის განმავლობაში, მსოფლიოში წითელას ვაქცინაციით გადარჩენილია 20 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც საერთოდ, ისე წითელათი გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელმა 2019 წლის იანვრისთვის 400-ს გადააჭარბა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის განკარგულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცალკეული წევრის როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებსა და ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი ნებისმიერი პირისათვის. განკარგულების არც ერთი პუნქტის შინაარსი არა მოიაზრებს რაიმე ტიპის სადამსჯელო ღონისძიების გატარებას და ვინმესთვის სასწავლო პროცესის შეფერხებას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას.

საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამინისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი წითელას გავრცელების საფრთხე საზოგადოებრივი მნიშვნელობის თავშეყრის ადგილებში.

სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქის მიმართვისას წითელას შესახებ იმუნურობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების მიზნით, სამედიცინო პერსონალმა:

ა) თუ არ იძებნება ჩანაწერი აცრის დადასტურების შესახებ;

ბ) არ იძებნება ჩანაწერი წითელათი დაავადების შესახებ – დადასტურებული სათანადო ლაბორატორიული კვლევით;
უნდა უზრუნველყოს ვაქცინაცია – იმუნურობის (წითელას მიმართ) სტატუსის განსაზღვრის დავალდებულების გარეშე. ამასთან, თითოეული მოქალაქის უფლებაა ჩაიტაროს ამგვარი კვლევა, განისაზღვროს იმუნურობის სტატუსი ან მისაწვდომ დაწესებულებაში (სამედიცინო დაწესებულება, სადაც უტარდებოდა გეგმიური ვაქცინაცია, არქივი და ა.შ.) აღადგინოს ჩანაწერი აცრის ჩატარების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ იმუნურობის სტატუსი განისაზღვრა როგორც დადებითი (აქვს იმუნიტეტი) – წარადგინოს მოთხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ აცრის სტატუსის ჩანაწერის აღდგენა არ ხერხდება და/ან სათანადო ლაბორატორიული ტესტირებით იმუნურობის სტატუსი განისაზღვრა როგორც უარყოფითი (არ აქვს იმუნიტეტი) – უფლებამოსილია ჩაიტაროს ვაქცინაცია და ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს მოთხოვნის შესაბამისად.

“პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით და პირობებით ნებისმიერი მოქალაქე, აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში წარადგენს “პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შევსებულ ფორმას.”- წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *