აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელასა და გრიპის ვირუსი შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. შეხვედრის მიზანია, ყველა იმ მითისა და სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც ვაქცინაციასა და ვირუსებს ეხება. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისის ფილიალის თანამშრომლები მონაწილეობენ.

“აღნიშნული პროექტის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პედაგოგებსა და მოზარდებში რიგი დაავადებებისა და სამედიცინო პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.
სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ამჯერად, თემატურად, ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიურ სიტუაციას ეხმაურება, წითელასა და გრიპის მასობრივი გავრცელების გამო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სკოლის მოსწავლეებთან გვესაუბრა ამ დაავადებებზე, მათი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, განსაკუთრებით კი ვაქცინაციის მნიშვნელობაზეროგორც ყოველთვის შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა მერაბ ჭოხონელიძის სკოლაში, მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები შეკითხვებზე, სტუდენტები კი დაპირდნენ კვლავაც მათთვის სასურველი და აქტუალური თემებით სტუმრობას მომავალში.”- განაცხადა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ.

2019 წლის პირველ 6 კვირაში უკვე გამოვლენილია წითელას 1591 შემთხვევა. აქედან იმერეთში – 320, ხოლო ქუთაისში – 156.

წითელასგან თავის დაცვის საშუალება აცრაა, რომელიც ორჯერ: 1 და 5 წლის ასაკში კეთდება, ხოლო გრიპის ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *