ჯანდაცვა
ექიმებთან და ექთნებთან პაციენტების ტკივილის მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ევექსის ქსელის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ექიმებთან და ექთნებთან ტკივილის მართვის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით. შეხვედრაში 50-ზე მეტმა ექიმმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიზანია ექიმების კვალიფიკაციის გაზრდა ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვის საკითხებში. 

"პაციენტის ტკივილისადმი არსებული მიდგომა პაციენტს ტკივილის მოთმენას აიძულებს. ამ დროს ქვეითდება ცხოვრების ხარისხი, პაციენტი ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას ვეღარ აგრძელებს და მთლიანად წყდება ოჯახის წევრებს და ცხოვრების ძვირფას მომენტებს. გაუსაძლისი ტკივილი იწვევს დეპრესიას და ხშირად, თვითმკვლელობამდეც მიჰყავს ადამიანი. აქ თანაბარი პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას- ექსპერტებს, ექიმებს, კანონმდებლობის შემქმნელებს და  საზოგადოებას.  ხშირად ექიმები არიდებენ თავს მძიმე ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნას, ისეთი როგორიც არის მორფინი. პაციენტებმა  და მათი ოჯახის წევრებმაც არ იციან, რისი მოთხოვნა შეუძლიათ, რისი უფლება აქვთ, მათზე მოქმედებს გავრცელებული სტერეოტიპი მორფინზე და მსგავს საშუალებებზე დამოკიდებულების გაჩენის შესახებ. სინამდვილეში კი დამოკიდებულება არ ვითარდება ტკივილის სწორად მართვის დროს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ექიმებთან, რომ მათ პროცესის სწორად მართვა შეძლონ"- აღნიშნავს ნინო მირზიკაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.

შეხვედრას ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი ფატი ძოწენიძე,  ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ხელმძღვანელი ნინო მირზიკაშვილი და ღია საზოგადოების ფონდის ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე უძღვებოდნენ. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ტარდება პროექტის "დაინახე ჩემი ტანჯვა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთასის მერია უსინათლო პირთათვის ხმოვან წნევის აპარატებს შეიძენს.
ამის შესახებ
14:25 / 17.10.2019
ქუთასის მერია უსინათლო პირთათვის ხმოვან წნევის აპარატებს შეიძენს. ამის შესახებ
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს.
12:57 / 10.10.2019
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
წყალტუბოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. 20 და 21 სექტემბერს
14:04 / 18.09.2019
წყალტუბოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. 20 და 21 სექტემბერს
თერჯოლის მუნიციპატილტეტის 5 ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება.
15:35 / 13.09.2019
თერჯოლის მუნიციპატილტეტის 5 ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება.
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 16 °C
img
ქუთაისი 11 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019