ქუთასის მერია უსინათლო პირთათვის ხმოვან წნევის აპარატებს შეიძენს. ამის შესახებ

ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ, რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უსინათლო პირთათვის წელს პირველად მოხდა გამცილებლის სერვისის დაფინანსება, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება.

,,წელს პირველად დავიწყეთ გამცილებლის სერვისის დაფინანსება ტოტალურად მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთათვის. გაისად ვგეგმავთ ამ მიმართულებით თანხების გაზრდას. ვგეგმავთ რამდენიმე ხმოვანი წნევის აპარატის შეძენას უსინათლოთათვის. საუბარია ასევე მედიკამენტებით დახმარებაზე და ეს საკითხი გასავლელია. ” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით 2020 წლის ბიუჯეტში მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით თანხების გაზრდა იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *