,,მცირე მატება გვაქვს, მაგრამ გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.”- ამის შესახებ

რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

,,მცირე მატება გვაქვს, როგორც მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სკოლებსა და ბაღებში განახლდა სასწავლო პროცესი. მცირედი მატება არის როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარიის მხრივ. ეს ნახევარია იმის, რაც გვქონდა შარშანდელ სეზონზე. ეპიდემიასთნ მიახლოებული მდგომარეობა არ გვაქვს. საგანგაშო მდგომარეობა არ არის. იმუნიზაცია რის ჯგუფებში ვაქცინაცია ჩატარდა და კიდევ ვთავაზობთ ორსულებს ვისაც არ ჩაუტარებით ვაქცინაცია, გაიკეთონ. ტამიფლუს მარაგები შექმნილია საქართველოს ყველა მუნიციპალურ დონეზე. რისკჯგუფებს, თუ ამის საჭიროება იქნება მიეწოდებათ პრეპარატი უფასოდ.” – განაცხადა გიორგიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *